ევროკავშირის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები

30 ივნისი 2020, 10:41 820 ნახვა

ევროკავშირი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ღრმა პატივისცემას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა მიმართ.

ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობისა და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი