ვინც ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებას ხმა არ მისცა და ამას კრიმინალური „ქეისებით“ ამართლებს, ეს თავის გამართლება არ იმუშავებს - პრემიერი 

29 ივნისი 2020, 14:55 1110 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ვინც ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებას ხმა არ მისცა და ამას კრიმინალური ქეისებით ამართლებს, ეს მიდგომა ვერ იმუშავებს. გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ  საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი. დეპუტატებმა კი სწორედ ამას დაუჭირეს მხარი.  

''პირველ რიგში მინდა თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა. ვინც შეძლო მის პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა. 

ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებას ჩვენ გვაახლოვებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. ჩემთვის ეს ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველი - ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა. ეს შეძლო ქართულმა ოცნებამ. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, გუნდა მოახერხა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. 

ვინც თავისი ვიწრო, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ცვლილებას ხმა არ მისცა და ამას ამართლებს კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება არ იმუშავებს ჩვენი მოქალაქეების წინაშე'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში