დაზიანებული გარეგანათება ბათუმის ცენტრალურ პარკში

29 ივნისი 2020, 11:45 1747 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათება დაზიანებულია. ბათუმელები ჩაბნელებული პარკის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და წერენ, რომ ღამის საათებში აქ გადაადგილება სახიფათოა. ფაქტის შესახებ იციან ბათუმის მერიაშიც. 

რატომ გამოდის მწყობრიდან  ლამპიონები ხშირად, კითხვაზე მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვპასუხობენ, რომ დაზიანების დროს მისი შეკეთება ხდებოდა, თუმცა განათების ბოძები უკვე  მოძველდა, რის გამოც ახლით ჩანაცვლებას საჭიროებს, მის შეცვლაზე გამოცხადებული ტენდერი კი პანდემიის გამო შეწყდა. როდის ჩანაცვლდება განათების ბოძები - ჯერ-ჯერობით უცნობია.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში