შაქარაშვილის საქმე - შეფასებები

29 ივნისი 2020, 11:21 789 ნახვა

„ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია " - ასე აფასებს ოპოზიცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს. საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ სჯის იმ ადამიანებს, რომლებიც კრიმინალურ გარემოს ქმნიან და ქართული ოცნება თავისი მიზნებისთვის იყენებს ამ ადამიანებს.  

ოპოზიცია გირგვლიანისა და შაქარაშვილის საქმეების შედარებას არასწორს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, გირგვლიანის და შაქარაშვილის საქმის ერთმანეთთან შედარება არაადეკვატურია, მათი თქმით, ტრაგიკული შემთხვევაა, იმ განსხვავებით რომ პირველ შემთხვევაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში