ნატალი საბანაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის

27 ივნისი 2020, 11:59 977 ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. თვალსაჩინო მაგალითი სწორედ საქართველოა, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისში მეზობლადაც კი არ განიხილებოდა, დღეს კი ის ასოცირებული პარტნიორია, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა აქვს და რომელიც პირველი ქვეყანაა, სადაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ევროპული სკოლა გაიხსნა“, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს. ის იმ სარგებელსა და პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც ამ პროგრამამ მასში გაერთიანებულ ქვეყნებს მოუტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში