ხვალიდან აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებს და საგრანტო კონკურსის მონაწილეებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შეეძლებათ

26 ივნისი 2020, 15:07 2944 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალიდან, 27 ივნისიდან აბიტურიენტები, საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის კანდიდატები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას შეძლებენ.

"საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები 27 ივნისის 12:00 საათიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის - online.naec.ge - პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება:  საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა"-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს,  ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება. 

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში