ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა

25 ივნისი 2020, 13:09 1430 ნახვა

ავარიული დაზიანების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ძველი ქსელის აბონენტებს 13:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე შეუწყდება წყლის მიწოდება. ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში