“ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი,” - აქცია ქუთაისში

20 ივნისი 2020, 18:49 1724 ნახვა

“ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი,””არ შეგარჩენთ", "არა რუსულ ჩექმას", - ამ სლოგანებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი იმ პირების დასჯას ითხოვს, რომელთა ბრძანებით მოხდა აქციის დაშლა და მისი მონაწილეების მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენება. მესხიშვილის თეატრიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალამდე მივიდნენ. დღესვე ქუთაისში 19 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, ამჯერად 20 ივნისის წლისთავზე სამოქალაქო აქტივისტები გაიხსენებენ ე.წ გავრილოვის ღამეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში