მოვაჭრეების მოთხოვნა

20 ივნისი 2020, 15:29 2219 ნახვა

ბონის აგრარულ ბაზარში  რძის პროდუქტებით მოვაჭრეებმა  ბაზრის ადმინისტრაციას პროტესტი  გამოუცხადეს და პროდუქცია ეზოში გამოიტანეს.  მათი განმარტებით  ადმინისტრაციამ  მოვაჭრეები აიძულა ინდ მეწარმედ დარეგისტრირებულიყვნენ   და  შეთანხმების მიუხედავად  ბაზრის ეზოში  ყველით ვაჭრობა არარეგისტრირებულ პირებს არ აუკრძალა. რძის პროდუქტების სექციის თანამშრომლები ბაზრის ეზოში ყველის სარეალიზაციო  მაღაზიების მუშაობასაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ  მეორე სართულზე, სადაც  ყველისთვის გამოყოფილი  სექციაა მომხმარებელი აღარ მიდის.

ბაზრის ადმინისტრაციაში რძის პროდუქტების უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტს უარყოფენ. რაც შეეხება ინდ მეწარმედ რეგისტრაციას, მათი განმარტებით  მოვაჭრეები   ყველით ვაჭრობის ჰიგიენურ და უსაფრთხოების წესებს არ იცავდნენ, რის გამოც ადმინისტრაცია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა თავად მოვაჭრეებზე დაეკისრებინა. მოვაჭრეები  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში  გზის გადაკეტვას აანონსებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში