„მე მახსოვს გავრილოვის სისხლიანი ღამე“ - აქცია ბათუმში

20 ივნისი 2020, 15:16 1647 ნახვა

20-21 ივნისის მოვლენებისა და „გავრილოვის ღამის“ გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება ბათუმშიც. პროტესტის მონაწილეები სიმბოლურად დღის ბოლოს ევროპის მოედანზე შეკრებას აპირებენ. გაიხსნებენ 20 ივნისის მოვლენებს და მთავრობის გადაწყვეტილებებს შეაფასებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის,“ალტერნატივას“ წარმომადგენლის თქმით, საპროტესტო შეკრებას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკური ჯგუფებიც შეუერთდებიან, მთავარი გზავნილი კი იქნება “რუსეთი ოკუპანტია“. ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით აქცია ფიზიკური დისტანციის დაცვით ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში