20 -21 ივნისის მოვლენები - შეფასებები

20 ივნისი 2020, 15:14 1450 ნახვა

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს, რითაც 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.20-21 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს“.

„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ კი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული  ყველა ფუნქცია და ინსტრუმენტი და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლიდან ერთი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელი რჩება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს გასულ წელს ამ დღეს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში