სალომე ზურაბიშვილი - ველოდები, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას

20 ივნისი 2020, 12:35 1563 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის უფლებამოსილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ის ეხმაურება მოსაზრებებს, რომ რადგან დოლიძე პოლიტიკაში წავიდა, უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონით პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გათვალისწინებულია, თუმცა კონსტიტუციით - არა.

პრეზიდენტის თქმით, ელოდება, რომ "ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას".იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ის პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან გაერთიანდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში