"მოგვაქციეთ ყურადღება, მოგვეცით მუშაობის უფლება" - აქცია ქუთაისის მერიასთან

19 ივნისი 2020, 20:08 1398 ნახვა

"მოგვაქციეთ ყურადღება", "მოგვეცით მუშაობის უფლება" - ამ მოთხოვნით ფოტო-ვიდეო ოპერატორებმა და მუსიკოსებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას და შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას ითხოვენ.ამბობენ, რომ როგორც თვითდასაქმებულებმა კომპენსაციაც ვერ აიღეს. მათივე თქმით, მათ აქვთ განაცხადება შევსებული, თუმცა კომპენსაცია არ ჩანს.

აქციის წევრებმა პირადად მიმართეს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და მისგან მოითხოვეს საქმის განხილვა და მის მიერ გაცემული დაპირების შესრულება. "ტექნიკა განვადებით გვაქვს და ვერ ვიხდით. შემოსავალი დავკარგეთ, კომპენსაციაც ვერ მივიღეთ. ჩვენი შემოსავლის წყარო ესა, ქორწილების და დღესასწაულების გადაღება, მოვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვა და მოგვეცეს უფლება, ვიმუშაოთ"- განაცხადა გაგა მინდელმა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში