საია: 20-21 ივნისის ღამეს 275-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 

19 ივნისი 2020, 18:05 1282 ნახვა

1 წელი 20 ივნისის მოვლენებიდან. ხვალ თბილისში აქცია გაიმართება. ე.წ. გავრილოვის ღამეზე საიამ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თავმჯდომარე მოუწოდებს პროკურატურას, რომ დააჩქაროს დაზარალებულებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პროცესი და შეაფასოს მაღალჩინოსნების მოქმედების კანონიერება.

მისი თქმით,  დაზარალებულად სცნეს 68 სამართალდამცველი, საიამ კი 27 ადამიანზე ითხოვა სტატუსის მინიჭება, რომელთაგანაც მხოლოდ სამი სცნეს დაზარალებულად. ორგანიზაციის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ  ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი. ანგარიშში საუბარია,  არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში