„სირცხვილია“ 20 ივნისის აქციისთვის ემზადება

18 ივნისი 2020, 20:02 1268 ნახვა

ქმედება, რომლითაც სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა - ასე აფასებს, თითქმის 1 წლის შემდეგ 20 ივნისის მოვლენებს პრემიერი. გიორგი გახარია ამბობს, რომ ბევრი კითხვა იქნება, თუმცა ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი.

იგივე პოზიცია აქვს, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, რომლის პოსტიც სწორედ „გავრილოვის ღამედ“ შეფასებულმა მოვლენამ შეიწირა. ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას, რუსი დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომით დაიწყო, რომელმაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა. პროტესტის ფონზე, სპეცრაზმის მიერ დაშლილ აქციას რამდენიმე დაშავებული ჰყავს.

„ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად, გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში“ - ასე ფიქრობენ მოქალაქეები, რომლებიც მოვლენების წლისთავზე ისევ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში