შუახევში, შუბნის თემში სეტყვამ ბოსტნეული კულტურები დააზიანა

18 ივნისი 2020, 18:00 2077 ნახვა

ხულოს შემდეგ სეტყვა მოვიდა შუახევში, შუბნის თემში. ადგილობრივების ინფორმაციით დაზიანებულია ბოსტნეული კულტურების ნაწილი.

მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ზარალთან დაკავშირებით,  მოქალაქეების შეტყობინებები ჯერ არ შესულა. მთიანი აჭარის მაღალ სოფლებში ამ წუთებშიც წვიმა და სეტყვაა.

ამ ეტაპზე სეტყვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა ხულოს მერიაშიც. 

გუშინ დღის მეორე ნახევარში დაისეტყვა ხულოს ორი სოფელი ვერნები და ფუშრუკაული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში