ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები ელოდება

17 ივნისი 2020, 20:12 2006 ნახვა

უეფამ აღმასკომის სხდომაზე მომდევნო სეზონის კალენდარიც დაადგინა და ფორმატში ცვლილებებიც შეიტანა. საქართველოდან ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის ,,დინამოა’’, ხოლო ევროპა ლიგაზე ბათუმის ,, დინამო’’ , თბილისის ,,საბურთალო’’ და თბილისის ,"ლოკომოტივი’’ ითამაშებენ.

ფორმატის ცვლილება იმაში მდომარეობს რომ თუ ადრე საკვალიფიაციო ეტაპზე ორ მატჩიანი დუელი იყო ამჯერად მხოლოდ ერთი მატჩი იქნება. გასნხვავება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფლეი ოფის ეტაპია, სადაც ისევ ორმატჩიანი დაპირისპირება იქნება. მასპინძელი გუნდების ვინაობას უეფა მოგვიანებით სავარაუდოდ კენჭისყრით გამოავლენს. ჩემპიონთა ლიგაზე სადაც თბილისის ,,დინამოა’’ წინასწარი ეტაპი 8 და 11 აგტვისტოს გაიმართება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 18-19 აგვისტოს. მეორე ეტაპი 25-26 აგვისტოს, მესამე 15-16 სექტემბერს, ხოლო ფლეი ოფები 22-23 და 29-30 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ევროპა ლიგას, სადაც საქათველოს ბათუმის ,,დინამო’’ , საბურთალო და ‘’ლოკომოტივი’’ წარმოადგენს წინასწარი ეტაპი 20 აგვისტოს ჩატარდება.

პირველი ეტაპი 27 აგვისტოს, მეორე 17 სექტემბერი, ფლეი ოფი კი 1 ოქტომბერს. ჩეპიონთა ლიგის პირველი ტური 20-21 ოქტომბერს, ხოლო ევროპა ლიგა 22 ოქტომბერს დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში