საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან

16 ივნისი 2020, 18:09 1841 ნახვა

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან მორიგი აქცია გაიმართა. მას შემდეგ რაც მსჯავრდებულის ოჯახმა კონსულთან შეხვედრა მოითხოვა, გადაწყდა, რომ შეხვედრა ხუთშაბათს   შედგება. მთავარი მოთხოვნის გარდა, აქციის მონაწილეებს სურთ, რომ საკონსულომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უშუამდგომლოს თურქულ მხარესთან და გაარკვიოს როგორ პირობებში იმყოფება მსჯავრდებული და როდის გადაიყვანენ მას საექსტრადაციო სამსახურს დაქვემდებარებულ საპატიმროში . აქციის მონაწილეები სახალხო დამცველსაც მიმართავენ ჩაერთოს პროცესში და საკითხით დაინტერესდეს. მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით 15 ადამიანი შიმშილობას განაგრძობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში