მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის სხვადასხვა ქვეყნებთან „მწვანე კორიდორები“ ავამოქმედეთ - ნათია თურნავა

16 ივნისი 2020, 14:32 2396 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის გაცხადებით, საქართველოში მეზღვაურის პროფესია „საკვანძოდ“ გამოცხადდა. შედეგად, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უფრო მარტივად დაბრუნდებიან. ნათია თურნავას განმარტებით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან,  როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში