სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა

15 ივნისი 2020, 20:10 1572 ნახვა

ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებულები, კომპენსაციის მოლოდინში არიან. სტიქიამ მოსახლეობას, ათასობით ძირი თამბაქო, პომიდორი, ლობიო, სიმინდი და სხვა ნარგავები გაუნადგურა. უხვმა ნალექმა დააზიანა ვენახი და თხილიც. მოსალხეობა გვიყვება, რომ  მოსავლის 80% განადგურებულია და ახლა არც ახალი ჩითილების გადატანას აქვს აზრი.  წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებული დაახლოებით, 130 ოჯახია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში