ქობულეთში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემებზე საუბრობენ

14 ივნისი 2020, 18:25 3146 ნახვა

ქობულეთის მოსახლეობა მიუსაფარი ძაღლების მომრავლებაზე საუბრობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საკითხი აქტუალური განსაკუთრებით,ზაფხულის პერიოდში ხდება, როცა ქალაქს ტურისტები სტუმრობენ.

ცნობისთვის, ქობულეთში თავშესაფარი არ არსებობს, რაც მოსახლეობისა და ცხოველთა უფლებადამცველების თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მერიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ქობულეთს თავშესაფარი მომავალი წლიდან ექნება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში