აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

14 ივნისი 2020, 11:06 1608 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.  უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოები განახლდა. სალიკვიდაციო სამუშაოები გუშინ, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღამის განმავლობაში კი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი. ტყის მასივში მუშაობდა 25 მეხანძრე - მაშველი. პროცესში, გუშინ ჩაერთო   შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი