რომის პაპის გზავნილები - ვიზიტის მეორე დღე

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3091 ნახვა

რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან გალობისა და ზარების რეკვის ფონზე გააცილეს. ამით პონტიფიკოსის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. პაპმა ფრანცისკემ თავის ქადაგებაში ქართულ ფასეულობებს, ღვთის წინაშე დამდაბლებასა და უფლისეულ ნუგეშს გაუსვა ხაზი. პაპმა ქართული ენის კეთილშობილებაც გამოყო და მორწმუნეებს ურთიერთთანადგომისკენ მოუწოდა. მსახურებას ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, კათოლიკე მრევლი და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში