ოჯახი მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებს

13 ივნისი 2020, 14:56 1840 ნახვა

გონიოში გოგიტიძეების ოჯახი თავიანთ სახლთან მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. ამბობენ, რომ კომპანია „ „ევრო პალასმა“  ავტოფარეხის მშენებლობა დაიწყო, რაც მათ სახლს აზიანებს.  გოგიტიძეების ოჯახი გვიყვება, რომ  მშენებელმა  მიზერული თანხის სანაცვლოდ სახლისა და მიწის დათმობა მოსთხოვა რასაც არ თანხმდებიან.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე  მერიის ზედამხედველობის სამსახურებს მიმართავს და  მშენებლობის შეჩერებას სთხოვს. კომპანია „ევრო პალასის“ ხელმძღვანელმა კი გვითხრა, რომ მას სტანდარტები არ დაურღვევია და ავტოფარეხის მშენებლობის უფლება აქვს. მას შემდეგ რაც ჩვენ ქალაქის მერიას დავუკავშირდით ინსპექტიირების სამსახურმა მშენებლობის ადგილზე სამუშაო ჯგუფი გაუშვა, რომელმაც უნდა დაადგინოს ირღვევა თუ არა სამშენებლო სტანდარტები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში