საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში - კონტროლი მკაცრდება

12 ივნისი 2020, 17:59 1471 ნახვა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის  სარეკრეაციო სივრცეებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი მკაცრდება. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.

ქორწილის, ქელეხის, იუბილის, ნათლობისა და სხვა ტიპის თავყრილობის გამართვის შემთხვევაში, კი  სუფრაზე მყოფი ყველა პირი სათითაოდ, 2 000 ლარით დაჯარიმდება.  შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში