''პატრიოტთა ალიანსის'' აქცია - მსვლელობა

01 ოქტომბერი 2016, 00:00 4399 ნახვა

პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო მიტინგი ევროპის მოედანზე ორ საათს გაგრძელდა. აქციაზე  პარტიის მხარდამჭერები აჭარის გარდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდანაც შეიკრიბნენ. მათ სიტყვით ლიდერებმა მიმართეს. დავით თარხან-მოურავის განცხადებით,  ქართველები თავისსავე ქვეყანაში თავს დაჩაგრულად გრძნობენ, პრივილეგიები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი ამ დამოკიდებულებას შეცვლიან. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით უსკოსთან გადაინაცვლეს. გოგებაშვილის ქუჩა მსვლელობის გამო დაახლოებით ათი წუთით გადაიკეტა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში