მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 58 დასახლებას მიენიჭა

09 ივნისი 2020, 20:02 2016 ნახვა

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოში კიდევ 58 დასახლებას მიენიჭა, რის საფუძველზეც, დაახლოებით, 26 ათას ადამიანს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით.

პარლამენტმა ე.წ. მთის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული.

ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის მდებარეობს 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში