ალექსანდრე მილორავა თამარ წილოსანს პასუხობს

09 ივნისი 2020, 13:01 1334 ნახვა

ალექსანდრე მილორავას განაცხადებით, თუ მისი შიმშილობა შემაკავებელი ფაქტორია, იგი მას შეწყვეტს.  მისი თქმით, თამარ წილოსანმა  გადაწყვეტილება დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნის საკითხის დაყენებაზე შეცვალა, რის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად შიმშილობის აქცია დაასახელა.

დღეს  საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის“ წევრის ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეთორმეტე დღეა. მან პროტესტის ამ ფორმას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების გამო მიმართა.იგი მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში