მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე გამოიკითხა

07 ივნისი 2020, 12:02 1796 ნახვა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, ამიტომ მისი უფლებადამცველი ვერ საუბრობს  საქმის დეტალებზე, თუ რა კითხვები ჰქონდა , შეიხ მირტაგ ასადოვთან გამოძიებას. 

თქვა  მხოლოდ ის რომ გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაიწყო. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა სამართალდამცველების შეკითხვებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში