სანდრა რულოვსის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს ნაციონალური მოძრაობა

04 ივნისი 2020, 18:20 2063 ნახვა

სანდრა რულოვსის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს ნაციონალური მოძრაობა. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ამ დრომდე არ ყოფილა განხილვა ვინ რა პოსტს დაიკავებს არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, შესაბამისად მისთვის გაუგებარია თაკო ჩარკვიანის გუშინდელი განცხადება.

ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ევროპულ საქართველოს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართული ოცნება აცხადებს, რომ სანდრა რულოვსის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში ამას მხოლოდ ნიუსის სახე ექნება და შედეგებზე არ აისახება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში