4 თვეში საქართველოში ქურდობის 6000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

04 ივნისი 2020, 12:09 1417 ნახვა

მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოში ქურდობის 6 193 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1450-ით ნაკლებია.  აქედან 562 შემთხვევაში ქურდები ბინაში შევიდნენ, 1416-ში კი სადგომში ან საცავში. 

120 დღეში საქართველოში ძარცვის 92 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან გახსნილია 57. 

რაც შეეხება ყაჩაღობას, იანვრიდან-აპრილის ჩათვლით საქართველოში 4 ყაჩაღობის 48 შემთხვევა მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55-ით ნაკლებია. 

მიმდინარე წლის 4 თვეში ჯამში თაღლითობის 407, გამოძალვის 14, ნივთის დაზიანების კი 754 ფაქტი დაფიქსირიდა.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში