ავარია ბათუმში - სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

04 ივნისი 2020, 10:12 17904 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში. #42 სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მოგვიანებით კი მიკროავტობუსი ბოძს დაეჯახა. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა მივიდა. ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა. სამი პაციენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთმა მოქალაქემ კი სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში