დევნილთა დასახლებაში უკანონოდ მოწყობილ ღობეებს ანგრევენ

03 ივნისი 2020, 15:32 1591 ნახვა

ბათუმში, დევნილთა დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა უკანონო ღობეების დემონტაჟი დაიწყეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, სახლების მიმდებარედ ბოსტნები აქვთ მოწყობილი.

ადგილზე ტექნიკა მუშაობს და რკინის დროებით კონსტრუქციებს შლიან. 

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების განცხადებით, ბოსტნებს და ნარგავებს არ ეხებიან, მაგრამ უნებართვოდ კონსტრუქციების მოწყობა კანონით აკრძალულია. მათივე თქმით, მოქალაქეები ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. 

მოქალაქეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მერიის წარმომადგენლებისგან ბოსტნების მოწყობის უფლება სიტყვიერად მიიღეს, ღობეები კი ცხოველებისგან დასაცავად სჭირდებათ.

''თუ ღობეების დემონტაჟი უნდოდათ, რატომ ზამთარში არ აიღეს?, ახლა ნარგავებს აზიანებენ'' - ამბობს მოსახლეობა. 

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში