“არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო”

30 სექტემბერი 2016, 00:00 2212 ნახვა

''არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო” ამ საკითხზე სახალხო დამცველმა საჯარო დეპატები გამართა. უჩა ნანუაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებთან ერთად და ერთად ქალთა, შშმპ და ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხი განიხილა. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით  მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ 1115 საარჩევნო უბანია შშმ პირებისთვის ადაპტირებული, როცა მათი რაოდენობა სამჯერ მეტია. Oმბუდსმენის თქმით პრობლემას არადაპტირებული ტრანსპორტიც ქმნის. Uუკვე ცნობილია, რომ სახალხო დამცველი 8 ოქტომბრამდე და  შემდგომ პერიოდში საარჩევნო მონიტორინგს განახორციელებს.  Mმისივე ინფორმაციით არადამაკმაყოფილებელია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობა საარჩევნო პერიოდსა და  მინიმალურია პოლიტიკურ პარტიებში მათი რაოდენეობა. 

ამავე კატეგორიაში