შიმშილობის მეხუთე დღე

02 ივნისი 2020, 10:20 1276 ნახვა

,,მე მიყვარს ბათუმის“ წევრი შოთა ცაავა  გუშინდელ ინცინდენტზე დამატებით განმარტებას აკეთებს , ამბობს, რომ ჟურნალისტებისთვის უხეშად არ მიუმართავს. იგი მაუწყებლისგან დასაქმებულთა სრული სიის გამოთხოვას გეგმავს.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობასთან ალექსანდრე მილორავა პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს.  იგი მეხუთე დღეა შიმშილობს და მრჩეველთა საბჭოს მიმართავს მოიწვიოს სხდომა რომელზეც მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. მრჩველთა საბჭო მოთხოვნებს უკანონოს უწოდებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში