ყველა ის სანოტარო ბიურო რომელიც ითანამშრომლებს სამინისტროსთან უმოკლეს პერიოდში გაიხსნება - თეა წულუკიანი

01 ივნისი 2020, 14:47 1773 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით სანოტარო ბიუროები საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიხსნება. თეა წულუკიანის განცხადებით, უახლოეს 3 დღეში სავარაუდოდ სანოტარო ბიუროები გაიხსნება ქუთაისში, კახეთში, აჭარასა და სხვა რეგიონებში.

"საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად იხსნება დღეს დილის მონაცემებით საქართველოში გვაქვს 45 მოქმედი სანოტარო ბიურო. ხვალ დილით დაემატება 8 ახალი ბიუროი თბილისის მასშტაბით და შეგვეძლება ვთქვათ, რომ დედაქალაქში სანოტარო მომსახურება მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება. ყველა ის სანოტარო ბიურო რომელიც ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროსთან იმისათვის, რომ მოქალაქეთა მომსახურების სივრცე აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სფეროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უმოკლეს პერიოდში გაიხსნება.

დღეს, ხვალ და ზეგ ვვარაუდობთ, რომ ქუთაისის, აჭარის, კახეთის და სხვა რეგიონების, სანოტარო ბიუროები გაიხსნება, იქ სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების იქნება დაცული"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში