მაღაზიები, ბაზრობები და ღია კაფეები გაიხსნა

01 ივნისი 2020, 12:05 1784 ნახვა

დღეს დილიდან  საქართველოში ყველა სახის მაღაზია, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები  ღიაა. გაიხსნა ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.

იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვები მოიხსნა, ძალაში რჩება  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნულ ობიექტებში უნდა გაითვალისწინონ.  ბათუმის მერმა მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა.

"1 ივნისიდან ღია კაფეები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ბაზრობები იხსნება, მოქალაქეებს მოვუწოდებ დაიცვან შესაბამისი რეგულაციები,  სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარების წესი, ყველა ის მოთხოვნა რაც დაკავშირებულია ამ პროცესებთან, ვინაიდან მომავალშიც შევძლოთ და ეფექტურად ვმართოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით"- განაცხადა ბათუმის მერმა.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი