ორი თვის წინ დახურული ობიექტების უმრავლესობა ხვალ გაიხსნება

31 მაისი 2020, 17:57 2286 ნახვა

ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  2 თვით გადაიდო.   სწორედ კორონავირუსის გამო იყო 2 თვის განმავლობაში დაკეტილი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებიც. ხვალიდან კი მუშაობას ყველა ტიპის  მაღაზია და მოლი განაახლებს. ტანსაცმლის ბაზრობები გახსნისთვის ემზადება.

ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ობიექტი ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაა თუმცა მუშაობას არა ხვალიდან არამედ  2 ივნისიდან დაიწყებს. ხვალ იხსნება რეგულაცია ღია სივრცის კაფე - რესტორნებისთვისაც. დახურული ტიპის კვების ობიექტები, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი  მუშაობას  8 ივნისიდან დაიწყებენ. ყველა დაწესებულებას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში