აჭარაში covid-19-ზე ჩატარებული 426 ტესტის პასუხი უარყოფითია 

30 მაისი 2020, 15:01 1456 ნახვა

ცხელების კლინიკებში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 426 ლაბორატორიული კვლევის შედეგი  კი უარყოფითია. 

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე ტესტი  12 477 პირს ჩაუტარდა. 30 აპრილის შემდეგ აქ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსი 70-მა პაციენტმა დაამარცხა, 2 კი გარდაიცვალა.  დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 927 პირი, კარანტინი კი  7000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა, მათ შორის ორი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში