შიმშილობის მეორე დღე

30 მაისი 2020, 12:43 1047 ნახვა

მეორე დღეა   შიმშილობს ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ალექსანდრე მილორავამ  ღამე   აჭარის მაუწყებლის შენობასთან გაშლილ კარავში გაათენა. მოთხოვნები უცვლელია.

მილორავა   ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიმართავს იმპიჩმენტის წესით გადააყენონ დირექტორი და  აღადგინონ ყველა გათავისუფლებული ჟურნალისტი. რაც შეეხება კომუნიკაციას, მილორავას თქმით  მრჩეველთა საბჭოს წევრები მის მოთხოვნებს და  მდგომარეობას გაეცნენ ,თუმცა  კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკება არ შემდგარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში