თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

30 მაისი 2020, 12:36 3085 ნახვა

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ,  უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე.  ცხედარს უტარდება ექსპერტიზა.

საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან.თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბაშაქშეჰირის  რაიონში   ტანსაცმლის საწარმოში მოხდა. ინციდენტის შედეგად  გარდაცვლილია ორი პირი, რომლებიც  აღნიშნულ ქარხანაში მუშაობდნენ. მათგანი ერთ-ერთი 45 წლის ქართველი მამაკაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში