სოფელ მუშევანში გაფართოებული ტესტირება ჩატარდა

30 მაისი 2020, 12:03 1083 ნახვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PSR ტესტირება ჩაატარეს. მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში