პრემიერი დეპუტატების კითხვებს პასუხობს

27 მაისი 2020, 20:20 1319 ნახვა

უკვე რამდენიმე საათია, პრემიერ-მინისტრი კანონმდებლების კითხვებს პასუხობს. საპარლამენტო ტრიბუნიდან, მთავრობის მეთაურმა დღეს, დეტალურად მიმოიხილა რა ღონისძიებები გატარდა კორონავირუსთან ბრძოლის ეტაპზე. გიორგი გახარიას განცხადებით ხელისუფლება ორ ფრონტზე იბრძოდა. მთავრობის მეთაურმა კითხვებზე პასუხისას, რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. მათ შორის, ონლაინ კაზინოებზე, რასთან მიმართებით, მისივე თქმით სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება  უნდა გამკაცრდეს - ამით მან დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას უპასუხა. გიორგი გახარიამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. კიდევ ერთი კითხვა, რატომ არ უბრუნებს სახელმწიფო ადამიანებს საპენსიო დანაზოგს, ქვეყანაში არსებული რთული კრიზისის პირობებში. ? "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის კითხვაზე,  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში