რამადან ბაირამი - ბათუმის ორთა ჯამეში ოფიციალური პირები არ მისულან

24 მაისი 2020, 15:22 2280 ნახვა

მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს. რელიგიური რიტუალი კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 19 მარტის შემდეგ ბათუმის ორთაჯამეში დღეს პირველად ჩატარდა. მორწმუნეები აქ დილიდან შეიკრიბნენ, სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მრევლი მეჩეთში დისტანციის დაცვით და პირბადეებით, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ ლოცულობდა.

დღესასწაულს 30 დღიანი მარხვა უძღოდა. მორწმუნეებს მარხვისას მზის ამოსვლიდან - ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ. სადღესასწაულოდ მუსლიმები "ჰალვას" ამზადებენ და ამ დღეს ახლობლების საფლავებზე მიდიან. ბათუმის ორთაჯამეში დღეს ოფიციალური პირები არ გამოჩენილან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში