ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულების მოთხოვნა

29 სექტემბერი 2016, 00:00 3469 ნახვა

ყოფილი 25 ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულები ენერგო პრო ჯორჯიასგან დენის შეყვანას ითხოვენ. ამ დრომდე შუქს ისინი კერძო პირისგან იღებდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, მფლობელი სახლს ყიდის და უშუქოდ რჩებიან. აქციაზე დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, მისი თქმით ამ ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფომ სწორედ ენერგო პროს მიჰყიდა. თუ კომპანია მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს  საპროტესტო აქციები მთავრობის სახლთან გაგრძელდება. ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ აბონენტთან დენის შეყვანა მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ამბობს, რომ კონსულტაციები სახელმწიფო სტრუქტურებთან უნდა გაიარონ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში