გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება დღეიდან აღდგა

22 მაისი 2020, 10:23 1029 ნახვა

დღეიდან, 22 მაისიდან, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი დაწესდა.

აუცილებელია პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება. ასევე  გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის.

დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია. უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვლისა და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

კლინიკების დიდ ნაწილი, სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 22 მაისამდე, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აკრძალული იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში