გახანგრძლივდება თუ არა შეზღუდვები?

21 მაისი 2020, 20:15 2506 ნახვა

საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ტურისტებს მიიღებს. ეკონომიკის მინისტრი საუბრობს, რომ საქართველო განიხილება, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი უნდა ამოქმედდეს 1-ლი ივლისიდან კი უცხოელი ვიზიტორებიც უნდა ჩამოვიდნენ.

თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის შეზღუდვები იმოქმედეს საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ. შეზღუდვები ალბათ, ერთიანად არ ან ვერ მოიხსნება, თუმცა თუ მანქანაში 3-ზე მეტი პირის ჩასხდომა ისევ აკრძალული იქნა და არც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოძრავდა, შიდა ტურიზმი ალბათ დაანონსებულ დროს ვერ ამოქმედდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში