მთავრობის სხდომა

29 სექტემბერი 2016, 00:00 3490 ნახვა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგებზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.  საქართველო 7 ერთეული პოზიციითაა გაუმჯობესებული, რასაც გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება. Mმისი თქმით წინსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო-საინვესტიციო იმიჯისთვის და მეწარმეებისთვის, რადგან Pპოზიციები სწორედ ეკონომიკური, სოციალური და ბიზნესკომპონენტების მიმართულებითაა გაუმჯობესებული.  დღესვე მინისტრთა კაბინეტი სხდომაზე დაამტკიცებს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილი  ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხსაც გამოეხმაურა. Mმან ფაქტს  ისტორიული მოვლენა უწოდა. პრემიერმა საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდების შემოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში