ინსპექტირების სამსახური სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ამოწმებს

20 მაისი 2020, 12:09 1811 ნახვა

ინსპექტირების სამსახური სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ამოწმებს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისობას ადგენენ და დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებას აძლევენ. ბათუმში უკვე 25-მდე სალონი შეამოწმეს, რამდენიმე მათგანს კი მითითება მისცეს. 

ობიექტებში სავალდებულოა სავარძლების ორმეტრიანი დისტანციით დამონტაჟება, გამჭვირვალე ბარიერების მოწყობა, ასევე დეზობარიერის, სადეზინფექციო საშუალებების და დისტანციური თერმომეტრის შეძენა. პერსონალმა კი ხელთათმანებითა და პირბადეებით უნდა იმუშაოს. სალონში მომსახურების მიღება კი მხოლოდ წინასწარი ჩაწერის საფუძველზე უნდა მოხდეს. პარალელურად სალონებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც მოწმდება. კონტროლს მერიის სამსახური ბოლო რამდენიმე წელია, სპეციალური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ამ ეტაპზე ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ვადაგასული ცნობა ორ სალონში გამოვლინდა და მათ განმეორებითი რეგისტრაცია დაევალათ. სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა 18 მაისს განაახლეს. სალონები რამდენიმე დღეში განმეორებით შემოწმდებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში