პენიტენციურ დაწესებულებებში დღეიდან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება

20 მაისი 2020, 10:36 1249 ნახვა

პენიტენციურ დაწესებულებებში დღეიდან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების. ყველა ნივთს, რომელიც დაწესებულებებში მიეწოდება  დეზინფექცია ჩაუტარდება და საპატიმროებში შემდეგ მოხვდება. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების შეგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში